ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სტრატეგიული ხედვისა და შედეგების მართვის შესახებ ტრენინგები გაიმართა, რომელსაც სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრის მხარდაჭერით საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორ-დღიანი ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების ძირითადი პრინციპების შესახებ.
ტრენინგების პროცესში მონაწილეებმა განიხილეს KPI-სა (შესრულების ძირითადი ინდიკატორი) და CSF-ის (კრიტიკული წარმატების ფაქტორები) შესრულების საზომებსა და ძირითადი შესრულების მაჩვენებლებს შორის კავშირი. მონაწილეების მიერ მომზადდა ორგანიზაციის მართვის სტრატეგიის შემუშავების, ძირითადი მიზნებისა და შეფასების ინდიკატორების განსაზღვრის პრაქტიკული დავალებები.