სასწავლო კურსი შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ.

სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები.

კურსი მიზნად ისახავს სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, იურისტებისთვის, ასევე სექტორით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.

ტრენინგები განკუთვნილია:

  • ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული სატარიფო განაცხადებისა და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის დოკუმენტაციის მომზადების, წარდგენისა და დანახარჯების დასაბუთების პროცესში, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში.
  • ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარეგულირებელი აუდიტის მეთოდოლოგიითა და პრინციპებით, ასევე, პრაქტიკული მაგალითებითა და მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებით.
  • იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ რეგულირებადი საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის სამართლებრივი ჩარჩო, აუდიტის ჯგუფის უფლებამოსილებები და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი, ასევე პროცედურული საკითხები.
  • სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს სატარიფო მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმების და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი

ტრენინგ-კურსის დასაწყისი: 6 ნოემბერი

ტრენინგ-კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 700 ლარი

საკონტაქტო ნომერი: 577 31 00 83

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: რეგისტრაცია

სასწავლო კურსის დასახელება „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“
სასწავლო კურსის მიზნები კურსი მიზნად ისახავს სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, იურისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის სფეროში.
საათების რაოდენობა 20 საათი
ტრენინგების რაოდენობა 10
დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
დაწყების დრო 19:00 სთ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი
მისამართი ა. მიცკევიჩის ქ. N27ბ
მონაწილეთა საყურადღებოდ!

-   მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;

-   ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;

-   მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 10 წუთი;

-   მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები;

-   მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.

თარიღი სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი
„მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“
ტრენერი
06.11.2026

2 სთ
მარეგულირებელი აუდიტის როლი და მნიშვნელობა გივი სანიკიძე
-     საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი
09.11.2026

2 სთ
მარეგულირებელი აუდიტის საკანონმდებლო საფუძვლები, მიზნები და პროცესში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობები ლია გვაზავა
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი
11.11.2026

2 სთ
მარეგულირებელი აუდიტი და მიზანშეწონილი/არამიზანშეწონილი დანახარჯების განსაზღვრის კრიტერიუმები ლია გვაზავა
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი
13.11.2026

2 სთ
დანახარჯის გონივრული ოდენობის განსაზღვრის წინაპირობა და პრაქტიკული მიდგომები ლია გვაზავა
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი
16.11.2026

2 სთ
სხვა რეგულირებული ან არარეგულირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აუდიტი მარეგულირებელი მიზნებისათვის ლევან ენუქიძე
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
18.11.2026

2 სთ
მარეგულირებელი აუდიტის დოკუმენტაცია და შემუშავებული ფორმები ლევან ენუქიძე
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
20.11.2026

2 სთ
კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ფორმირების პრინციპები და პრაქტიკული მაგალითები ლანა სულაკაძე
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველოს უფროსი
25.11.2026

2 სთ
არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების და კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილის (spOPEX) ფორმირების პრინციპები და პრაქტიკული მაგალითები ლანა სულაკაძე
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველოს უფროსი
27.11.2026

2 სთ
კაპიტალური დანახარჯების ფორმირების პრინციპები და პრაქტიკული მაგალითები ნინო ქაშიბაძე
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველოს უფროსი
30.11.2026

2 სთ
მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში, მისი საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ლია გვაზავა
-     სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი
04.12.2026

1 სთ
ტესტირება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ ტრენინგ-კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს, ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლებში, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროსადგურების ოპერირებისა და ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების საბაზისო ცოდნისა  და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას.  

    

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია:

  • დამწყები სპეციალისტებისა და ინჟინრებისთვის, რომელთაც სურთ ენერგეტიკის სექტორში მუშაობის დაწყება ან არსებული ცოდნის გაღრმავება;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც გეგმავენ პროფესიულ საქმიანობას ჰიდრო, თბო, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე;
  • ენერგოობიექტების პერსონალისთვის, რომელთა ინტერესების სფეროს წარმოადგენს ტექნოლოგიების, ავტომატიზაციისა და დისპეტჩერიზაციის სისტემების სიღრმისეულად შესწავლა;
  • ელექტროენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

 

რას მიიღებენ მონაწილეები?

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები:

  • შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მართვის საკითხებზე;
  • გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემებს, რომლებიც აუცილებელია ენერგოობიექტების ეფექტური მუშაობისთვის;
  • შეისწავლიან ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს;
  • შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ საკითხებზე;
  • კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

                                

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  20 ოქტომბერი

ტრენინგ-კურსის დასაწყისი:  22 ოქტომბერი

ტრენინგ-კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე:  900  ლარი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

ტრენინგების რაოდენობა: 13

საათების რაოდენობა: 26  საათი

დაწყების დრო: 19:00 სთ

დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ

მისამართი: ა. მიცკევიჩის ქ. N27ბ

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577310083

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: რეგისტრაცია 

 

მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას, ტრენინგის დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა; 
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 10 წუთი;
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები;
  • მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ორგანიზატორს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით.

 

 

 საათების რაოდენობა

 სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი

 „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“

ტრენერი

 

 22.10.2026

 2 სთ

 

 ენერგეტიკის ეკონომიკა და მართვა

 დავით ნარმანია

 -         ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი;

 -         სემეკის თავჯდომარე.

 

 27.10.2026

 2 სთ

 

 საქართველოს რესურსული თავისებურებები და ენერგოსისტემის სტრუქტურა

 ნუგზარ ბერიძე

 -          ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 -          ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე

 

 03.11.2026

 2 სთ

 

 ჰიდროელექტროსადგურების ოპერირება

 ნატალია მაისურაძე

 -          მაგისტრი, დოქტორანტი 

 -         საინჟინრო პროექტების ხელმძღვანელი - შპს   „ჰიდროდიაგნოსტიკა“.

 

 05.11.2026

 2 სთ

 

 თბოელექტროსადგურების ოპერირება

 თემურ მიქიაშვილი

 -          ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 -          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

 

 10.11.2026

 2 სთ

 

 

 ქარის ელექტროსადგურების ოპერირება

 გიორგი ბეჟუაშვილი

 - მაგისტრი, ლექტორი , საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

 - შპს „ფერი“ , განახლებადი ენერგიის ტექნიკური დირექტორი.

 

 12.11.2026

 2 სთ

 

 მზის ელექტროსადგურების ოპერირება

 ლევან ბოსტიაშვილი

 -          შპს "ფოტომეიტ ევრაზია" 

 კავკასიის რეგიონში დირექტორის მოადგილე კავკასიასა და   ცენტრალურ აზიაში ტექნიკური სამსახურის უფროსი

 -          მაგისტრი.

 

 17.11.2026

 2 სთ

 

 

 ელექტროსადგურების  ელექტრო-მექანიკური  და  საქსელო ნაწილი

 თორნიკე აფრიაშვილი

 -         სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი

 -         ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი

 

 

 19.11.2026

 2 სთ

 

 ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ელექტროსადგურების მიერთებისა და  ოპერირებისათვის

 ნინო დოლიძე

 -         სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, სს   ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”

 -         მაგისტრი

 

 

 24.11.2026

 2 სთ

 

 

 განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციის გამოწვევები

 

 ირაკლი გორდიაშვილი

 -         აკადემიური დოქტორი, სტუ ასოცირებული პროფესორი.

 -         სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სისტემის   ადეკვატურობის სამსახურის უფროსი

 

 26.11.20262 სთ

 

 ელექტროსადგურების დისპეტჩირების ძირითადი პრინციპები

 ირაკლი ვახტანგაძე

 -           ასოცირებული პროფესორი, სტუ აკადემიური დოქტორი.

 -          „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“,   ელექტროენერგიის საბალანსო  და დამხმარე მომსახურებების   ბაზრისა  და წარმოშობის სერტიფიკატების მართვის დეპარტამენტის   უფროსი

 

 

 01.12.2026

 2 სთ

 

 

 ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკური და პროგრამული საშუალებები

 ზურაბ ზედაშიძე

 -          „ენერგო-პრო გენერაცია“, ავტომატიზაციის და   პროგრამირების ინჟინერი;

 -          მაგისტრი.

 

 03.12.2026

 2 სთ

 

 

 პერსონალის დაშვება ელექტროსადგურების მართვაზე, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების   ტექნიკის საკითხები

 პაატა ლელაშვილი

 -          შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“, შესაბამისობის, გარემოს   დაცვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის   მოადგილე

 -         მაგისტრი.

 

 08.12.202

 2 სთ

 

 ელექტროენერგიის აღრიცხვა და მონაცემთა ჰაბი

 ზვიად გაჩეჩილაძე

 - აკადემიური დოქტორი

 -სსე. დირექტორთა საბჭოს წევრი/ დირექტორი ორგანიზებული   ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის   საკითხებში. სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

 15.12.2026

 1 სთ

ტესტირება

 

სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის,  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ,  ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.

კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების  მექანიზმების სხვადასხვა  თეორიულ და პრაქტიკულ  საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები