News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტ „მედია კლუბის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცაპროექტის ფარგლებში, მედიისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების, მელიორაციის სექტორების რეგულირების შესახებ, გაეცნენ სატარიფო პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს.
ასევე, დავით ნარმანიამ სერტიფიკატები გადასცა სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების სასწავლო კურსების მონაწილეებს, რომლებმაც ტრენინგების ფორმატში შეისწავლეს სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.