News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ ახალ პროექტს სასმელი წყლის ხარისხის და რესურსების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებისთვის

 

პროექტი განხორციელდება ქ. ბათუმში, ქ ქუთაისში, ასპინძის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს,  ყაზბეგის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, გაიმართება საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა  და             ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ.

 

პროექტი  მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე  გაგრძელდება.

სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება.  

 

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ქეთევან ბერიკაშვილი, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი საბჭოს წევრი  Mob.(+995) 577310011, k.berikashvili@entc.ge , www.entc.ge

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი, Tel: +995 599 533071, mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.org/georgia,

გამოგვყევით Twitter-სა and Facebook-ზე