ცენტრის მიზნებია:
· ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება;
· აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, კვლევების ორგანიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა.