News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეები შპს ''გარდაბნის თბოსადგური 2''-ზე იმყოფებოდნენ

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივითა და  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების კურსის მონაწილეები შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ზე იმყოფებოდნენ. თბოსადგურის გენერალურმა დირექტორმა, მერაბ კიპაროიძემ მათ თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2მლრდ კვტ/სთ-ს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.