ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები ჩატარდა

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სტრატეგიული ხედვისა და შედეგების მართვის შესახებ ტრენინგები გაიმართა, რომელსაც სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ცენტრის მხარდაჭერით საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორ-დღიანი ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების ძირითადი პრინციპების შესახებ.

ტრენინგების პროცესში მონაწილეებმა განიხილეს KPI-სა (შესრულების ძირითადი ინდიკატორი) და CSF-ის (კრიტიკული წარმატების ფაქტორები) შესრულების საზომებსა და ძირითადი შესრულების მაჩვენებლებს შორის კავშირი. მონაწილეების მიერ მომზადდა ორგანიზაციის მართვის სტრატეგიის შემუშავების,  ძირითადი მიზნებისა და შეფასების ინდიკატორების განსაზღვრის პრაქტიკული დავალებები.