ორგანიზაცია:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ქვეყანა:

საქართველო

პროექტის ღირებულება:

2000 ლარი

დონორი/დონორები:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

თანადამფინანსებელი:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

დაწყების და დამთავრების ვადები:

2022 წლის 12 მარტი - 2022 წლის 16 აპრილი

პროექტის მიზანი

ტრენინგების განხორციელება თემაზე: რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში

სამიზნე აუდიტორია:

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები

პროდუქტი:

ამაღლდა მედია საშუალებების წარმომადგენლების ცოდნა რეგულირების საფუძვლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

გაწეული მომსახურება:

განხორციელდა 12 საათიანი ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული აქტივობით მიღწეულ იქნა მედია საშუალებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ზრდა.

ორგანიზაცია:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)

ქვეყანა:

საქართველო

დონორი/დონორები:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)

თანადამფინანსებელი:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

დაწყების და დამთავრების ვადები:

2022 წლის 14 ივნისი - 2022 წლის 15 ივნისი

პროექტის მიზანი

ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების განხილვა, დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, პრაქტიკის განხილვა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა.

სამიზნე აუდიტორია/მონაწილე ქვეყნები

პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციები, პრაქტიკოსი იურისტები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ავსტრია, ჩინეთი, უნგრეთი, პოლონეთი

პროდუქტი/შედეგი:

კონფერენციის შედეგად პოტენციურმა ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე; უცხოელმა ტრეიდერებმა დაამყარეს აუცილებელი კონტაქტები ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ელექტროენერგიის ვაჭრობის ჰაბად; ქართულ და ენერგეტიკულ ბირჟებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა; სახელმწიფო სტრუქტურებმა და კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებთან ურთიერთობისა და წარმატებული საარბიტრაჟო სტრატეგიის განხორციელების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო დავების თავიდან აცილებას და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას.

ორგანიზაცია:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ქვეყანა:

საქართველო

პროექტის ღირებულება:

13 500 ლარი

დონორი/დონორები:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

თანადამფინანსებელი:

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

დაწყების და დამთავრების ვადები:

2022 წლის 11 აპრილი - 2022 წლის 16 ივნისი

პროექტის მიზანი

ტრენინგების განხორციელება თემაზე: რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში

სამიზნე აუდიტორია:

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების წარმომადგენლები

პროდუქტი:

ამაღლდა მსმენელების ცოდნა რეგულირების საფუძვლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

გაწეული მომსახურება:

განხორციელდა 54 საათიანი ტრენინგი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული აქტივობით მიღწეულ იქნა მათი ინფორმირებულობის დონისა და კვალიფიკაციის ზრდა.