ტრენინგის სახელწოდება: ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირების საფუძვლები
ტრენინგზე რეგისტრაციის გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 29 იანვარი
ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 2024 წლის 16 თებერვალი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 2024 წლის 21 თებერვალი
ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი
საათების რაოდენობა: 24 საათი
ტრენინგების რაოდენობა: 12
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
დაწყების დრო: 19:00 სთ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
სასწავლო კურსის მიზანი |
კურსის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, ჩამოუყალიბდეთ წარმოდგენები ენერგეტიკის სფეროს შესახებ, შეისწავლონ რა არის ენერგეტიკული ბიზნესი, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, საქმიანობის ავტორიზაცია, ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი - მონიტორინგის მექანიზმები, დამხმარე და საბალანსო ბაზრები, ელექტროენერგეტიკული ბირჟა, როგორია ენერგეტიკის განვითრების ისტორია, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაჭერა, სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება, ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში; მსმენელებმა პრაქტიკულ საქმიანობებში შეძლონ ამ საკითხებზე მიღებული ცოდნის გამოყენება. |
სასწავლო კურსის შედეგი |
სასწავლო კურსის ათვისების შედეგად მსმენელს შეექმნება ღრმა და სისტემური წარმოდგენა ენერგეტიკის სექტორის დანიშნულების, მიზნების და მნიშვნელობის შესახებ; განსაზღვრავს ენერგეტიკის სექტორის ფუნდამენტური პრინციპების არსს და გააცნობიერებს ამ სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში. |
სწავლების მეთოდი |
ტრენინგის სასწავლო კომპონენტის განსახორციელებლად გამოიყენება სწავლების სხვადასხვა მეთოდი - ლექცია, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა, პრაქტიკული მუშაობა და სხვა. კერძოდ: ლექციაზე მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების/პრეზენტაციის მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს, რაც გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი ინება კონკრეტული მაგალითები (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება თემების ფარგლებში. ტრენინგზე გამოყენებული იქნება ასევე კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის Case study) მეთოდი, რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განიხილვას, აგრეთვე დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს მსმენელთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას. |
მონაწილეთა საყურადღებოდ!
ხანგრძლივობა |
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები) |
ტრენერი |
2 სთ |
ენერგეტიკული ბიზნესი |
დავით ნარმანია |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები |
ნუგზარ ბერიძე |
2 სთ |
განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაჭერა |
თორნიკე აფრიაშვილი |
2 სთ |
ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, საქმიანობის ავტორიზაცია |
სალომე ჯანელიძე |
2 სთ |
მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი და ვალდებულებები |
სალომე ჯანელიძე |
2 სთ |
სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები |
გივი სანიკიძე |
2 სთ |
სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები (II ნაწილი) |
გივი სანიკიძე |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი მონიტორინგის მექანიზმები |
ნიკოლოზ სუმბაძე |
2 სთ |
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები |
ნიკოლოზ სუმბაძე |
2 სთ |
დამხმარე და საბალანსო ბაზრები |
ზვიად გაჩეჩილაძე |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკული ბირჟა |
ირაკლი გალდავა |
2 სთ |
მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში |
ანა ზარიძე თათია ფირაშვილი |
1 სთ |
ტესტირება |