News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგეტიკის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, სემეკის წარმომადგენლების მიერ ტრენინგები უტარდებათ ქალაქ მცხეთის, სოფელ მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ამავე პროექტის ფარგლებში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოფენა-კონკურსში.

საზაფხულო სკოლის  ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან  ეlექტროენერგეტიკის საკითხებს, განახლებადი ენერგიებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პრინციპებს.  

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“, ადგილზე გაეცნენ გენერატორებისა და მართვის ფარის მუშაობის პროცესს.

სკოლის მოსწავლეები გაეცნენ  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპს. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოსწავლეებს  სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა პრეზენტაცია წარუდგინა სსე-ს ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ,  ასევე,  გადასცა ბრენდირებული საჩუქრები.