საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.
სასწავლო კურსის დასახელება : ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირების საფუძვლები
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 სექტემბერი
ტრენინგკურსის დასაწყისი: 2023 წლის 3 ოქტომბერი
საათების რაოდენობა: 27 საათი
ტრენინგების რაოდენობა: 14
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
დაწყების დრო: 19:00 სთ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 400 ლარი
მონაწილეთა საყურადღებოდ!
ხანგრძლივობა |
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები) |
ტრენერი |
2 სთ |
ენერგეტიკული ბიზნესი |
დავით ნარმანია |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები |
ნუგზარ ბერიძე |
2 სთ |
ენერგეტიკის განვითარების ისტორია |
ნინო კიკაჩეიშვილი |
2 სთ |
განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაჭერა |
თორნიკე აფრიაშვილი |
2 სთ |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი ჩარჩო |
სალომე ჯანელიძე |
2 სთ |
საქმიანობის ავტორიზაცია |
სალომე ჯანელიძე |
2 სთ |
სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები |
გივი სანიკიძე |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი - მონიტორინგის მექანიზმები |
ნიკოლოზ სუმბაძე |
2 სთ |
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები |
ნიკოლოზ სუმბაძე |
2 სთ |
დამხმარე და საბალანსო ბაზრები |
ზვიად გაჩეჩილაძე |
2 სთ |
ელექტროენერგეტიკული ბირჟა |
ირინა მილორავა |
2 სთ |
მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება |
ანა ზარიძე |
2 სთ |
ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში |
თათია ფირაშვილი |
2 სთ |
კიბერუსაფრთხოება და სემეკის ელექტრონული სერვისები |
თეიმურაზ იზორია ლაშა ფინცაკია |
1 სთ |
ტესტირება |