News

სასწავლო კურსზე „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია

 

ტრენინგის სახელწოდება:  ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები 

რეგისტრაციის დასრულების  თარიღი:  2023 წლის 20 ოქტომბერი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 2023 წლის 26  ოქტომბერი

ერთი ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი

ტრენინგის ღირებულება: 350 ლარი

 

გადახდის პირობები: ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 26 ოქტომბრიდან  29 ოქტომბრის  ჩათვლით.

საინფორმაციო შეხვედრა: 2023 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდება  ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ტრენინგ კურსზე დარეგისტრირებულ პირებთან. მათ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბანკო რეკვიზიტები.

სასწავლო კურსის დასახელება : ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები 

სასწავლო კურსის მიზნები : კურსის მიზანია ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული სამიზნე ბაზრის სტრუქტურის გაცნობა და პრაქტიკული ქეისების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების მიდგომების, ლიცენზირების პროცესის, ფასწარმოქმნისა და სატარიფო რეგულირების, მომსახურების ხარისხის, ბაზრის მონიტორინგის, ბაზრის არსებული სტრუქტურისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის ეტაპების შესახებ.    

საათების რაოდენობა: 20 საათი

ტრენინგების რაოდენობა: 10

დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

დაწყების დრო: 19:00 სთ

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

 

მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • ტრენინგი გაიმართება ფიზიკურ ფორმატში, შესაბამისად, ტრენინგზე მხოლოდ ფიზიკური დასწრებაა დასაშვები;
  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების  შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა; 
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 5 წუთი. ზედიზედ 3 დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კურსიდან;
  • მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.
  •  

ხანგრძლივობა

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები)

ტრენერი

2 სთ

ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო

სალომე ჯანელიძე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი

2 სთ

ბუნებრივი გაზის სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები

ოთარი ნალჩევანიძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ლიცენზირება

·         ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება

·         ბუნებრივი გაზის განაწილება

·         სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში

·         სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი

 

მაია ბრეგვაძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი

2 სთ

ბუნებრივი გაზის არსებული ბაზარი

  • ბაზრის სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები
  • ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი
  • ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარი

ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია

  • ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა
  • ბუნებრივი გაზის ბაზრის კონცეფცია
  • ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები

რევაზ გერაძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი

2 სთ

ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი

  • მონიტორინგის მარეგულირებელი ჩარჩო
  • კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება
  • მონიტორინგის პროცესი

ანა თაქთაქიშვილი

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი

2 სთ

სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები

გივი სანიკიძე

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

 

საინვესტიციო გეგმები და მათი შეფასება ბუნებრივი გაზის სექტორში

  • საინვესტიციო გეგმების ფორმირების ზოგადი პრინციპები
  • საინვესტიციო პროექტების შეფასების ეტაპები
  • ინვესტიციების შეფასების წესი ბუნებრივი გაზის სექტორში

რევაზ გერაძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი

2 სთ

ბუნებრივი გაზის ქსელის წესები

ოთარი ნალჩევანიძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ფუნქციები-მოვალეობები-პასუხისმგებლობები ბუნებრივი გაზის მოხმარებაში

  • არსებული კანონმდებლობის მიმოხილვა
  • განაწილების ქსელში ვალდებულებები
  • მომხმარებლის საკუთრებაში ვალდებულებები

 თამაზ ღვანიძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი

2 სთ

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება

ანა ზარიძე

სემეკის მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი

1 სთ

ტესტირება

  •