News

სასწავლო კურსზე „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა

სასწავლო კურსი შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  გუნდის მიერ.

კურსის ავტორები  არიან  რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და   ცოდნის  მქონე პროფესიონალები.

ტრენინგები განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში. ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი  აუდიტის მექანიზმებით. იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი, ასევე პროცედურული საკითხები.  სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების   მექანიზმების  და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას.

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს : რეგისტრაცია

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  23 მაისი

ტრენინგ-კურსის დასაწყისი: 27 მაისი

ტრენინგ-კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე:  500 ლარი

სასწავლო კურსის დასახელება: მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები

სასწავლო კურსის მიზნები: კურსი მიზნად ისახავს სექტორებში დასაქმებული  სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის,  იურისტებისთვის,  დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას  მარეგულირებელი აუდიტისა და  სატარიფო რეგულირების  მიმართულებით

ტრენინგების რაოდენობა: 8

საათების რაოდენობა: 16 საათი

დაწყების დრო: 19:00 სთ

დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ

მისამართი: ა. მიცკევიჩის ქ. N27ბ

 

მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა; 
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 10 წუთი.
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები
  • მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.

 

თარიღი

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი

ტრენერი

27.05.2025

2 სთ

მარეგულირებელი აუდიტის საკანონმდებლო საფუძვლები, მიზნები და პროცესში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობები

ლია გვაზავა

სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

29.05.2025

2 სთ

მარეგულირებელი აუდიტი და მიზანშეწონილი/არამიზანშეწონილი დანახარჯების განსაზღვრის კრიტერიუმები

ლია გვაზავა

სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

03.06.2025

2 სთ

სხვა რეგულირებული ან არარეგულირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აუდიტი მარეგულირებელი მიზნებისათვის

 

ლია გვაზავა

სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

05.06.2025

2 სთ

მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში, მისი საჯაროობა და ხელმისაწვდომობა

ლია გვაზავა

სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

10.06.2025

2 სთ

სატარიფო რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები; ერთწლიანი - დანახარჯები პლუს მეთოდით სატარიფო რეგულირების პრინციპები და რეგულირებული სუბიექტები

ქეთევან მცურავიშვილი

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი

12.06.2025

2 სთ

მრავალწლიანი - წამახალისებელი სატარიფო რეგულირების პრინციპები და რეგულირებული სუბიექტები

გიორგი ქელბაქიანი

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

17.06.2025

2 სთ

აქტივებზე ამონაგების ნორმა (WACC) და მისი გაანგარიშების პრინციპები  

გოჩა ჩიტიძე

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

19.06.2025

2 სთ

სატარიფო საქმისწარმოებისა და მარეგულირებელი აუდიტის პროცედურები, ტარიფის გაანგარიშების მოდელირება

 

ლია გვაზავა

სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

ქეთევან მცურავიშვილი

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი

24.06.2025

1 სთ

 

ტესტირება