News

ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ.

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს  განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგების დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.

პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.