პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე:
ბუნებრივი გაზის სექტორი და მისი რეგულირების საფუძვლები
წყალმომარაგების სექტორი და მისი რეგულირების საფუძვლები;
ენერგეტიკული უსაფრთხოება და გლობალიზაცია;
სუფთა წყალბადის როლი კლიმატის ცვლილებაში.
მოსწავლეები გაეცნენ ენერგეტიკული ობიექტების მუშაობის პრინციპებს, ეწვივნენ ქ. რუსთავში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ სადგურს; GWP-ის კუთვნილებაში არსებულ ღრმაღელის სათავე ნაგებობას, ასევე დაათვალიერეს სემეკის შენობაზე მოწყობილი მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური.
შეხვდნენ სემეკის აღმასრულებელ დირექტორსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრს, ელეონორა ლაგვილავას. აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა სემეკის როლისა და ენერგეტიკის, როგორც მომავლის პროფესიის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაგვიზიარეს დადებითი შთაბეჭდილებები. მათი თქმით, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო თითოეული ტრენინგი.
ცნობისთვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგეტიკის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში მიმდინარეობს საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამავე პროექტის ფარგლებში გამოფენა-კონკურსში გამარჯვებული ქალაქ მცხეთის, სოფელ მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.