ორგანიზაცია:
ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
ქვეყანა:
საქართველო
პარტნიორები:
პროექტის დონორი :
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი
დაწყების და დამთავრების ვადები:
2026 წლის მაისი -2027 წლის ოქტომბერი
პროექტის სახელწოდება:
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს
პროექტის მიზანი:
პროექტის განხორციელების არეალი და სამიზნე აუდიტორიის რაოდენობა:
გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტები:
ქ. თბილისი
სამიზნე აუდიტორიის რაოდენობა, რომელიც პროექტში მიიღებს მონაწილეობას განისაზღვრება 300 მონაწილით.
ორგანიზაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პარტნიორი:
ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
დაწყების და დამთავრების ვადები:
2026 წლის მარტი - 2029 წლის მარტი
პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია შეაფასოს საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურის მზადყოფნის დონე ჭკვიანი ქალაქების განვითარებისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური და ინსტიტუციური ინტეგრაციის თვალსაზრისით. კვლევა ასევე შეისწავლის ენერგოინფრასტრუქტურის პოტენციალს ეფექტიანი ენერგიის განაწილების, ურბანული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის მდგრადი განვითარების კონტექსტში. კვლევა მიზნად ისახავს გააანალიზოს ენერგოინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობა, საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ჭკვიანი ქალაქების განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.
პროექტის განხორციელების არეალი და სამიზნე აუდიტორია:
პროექტი განხორციელდება საქართველოს ურბანულ სივრცეში, კონკრეტულად ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და რუსთავი. კვლევა ფოკუსირებული იქნება ამ ქალაქების ენერგოინფრასტრუქტურის შეფასებაზე და მათი მზადყოფნის ანალიზზე ჭკვიანი ქალაქების განვითარების კონტექსტში.
პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ:
ორგანიზაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პარტნიორი:
ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
დაწყების და დამთავრების ვადები:
2023 წლის დეკემბერი - 2026 წლის დეკემბერი
პროექტის მიზანი
ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო, ადამიანური რესურსის და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის განხორციელების არეალი და სამიზნე აუდიტორია.
პროექტის განხორციელების არეალია საქართველო. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ: გადაწყვეტილების მიმღები პირები ენერგეტიკის სექტორის, ბაზრის, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი არაკომერციული ორგანიზაციები, სხვადასხვა პლატფორმების წარმომადგენლები ენერგეტიკის მიმართულებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ენერგეტიკული სექტორით დაინტერესებული პოტენციური საერთაშორისო ინვესტორები და სხვა.