News

დაიწყო რეგისტრაცია ახალ სასწავლო კურსზე "წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები"

 

 

ტრენინგის სახელწოდება:   წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები

ტრენინგზე რეგისტრაციის გამოცხადების თარიღი:    2024 წლის 13 მარტი

ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების თარიღი:    2024 წლის 29 მარტი

ტრენინგის დაწყების თარიღი:    2024 წლის 1 აპრილი

ტრენინგის ღირებულება:    400 ლარი

 

საათების რაოდენობა: 18 საათი

ტრენინგების რაოდენობა: 9

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

დაწყების დრო: 19:00 სთ

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

 

 

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს რეგისტრაცია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, სასმელი წყლის მომსახურების ხარისხისა და ამ სექტორში საინვესტიციო დაგეგმარების მიმართულებებთან.

სასწავლო კურსის მიზანი

კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს წყალმომარაგების სექტორის რეგულირებაში.




მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • ტრენინგი გაიმართება ფიზიკურ ფორმატში, შესაბამისად, ტრენინგზე მხოლოდ ფიზიკური დასწრებაა დასაშვები;
  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 5 წუთი. ზედიზედ 3 დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კურსიდან;
  • მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;

 

სთ

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები)

ტრენერი

2 სთ

წყალმომარაგების სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო

სალომე ჯანელიძე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, ENERGY COMMUNITY

2 სთ

კომისიის როლი და ფუნქციები;ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

2 სთ

წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები;

თეიმურაზ ლოჩოშვილი
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

2 სთ

წყალმომარაგების კომპანიები; წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

2 სთ

სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა; სასმელი წყლის ხარისხი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

2 სთ

წყალმომარაგების ტარიფები; ხელმისაწვდომობა;

თეიმურაზ ლოჩოშვილი
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

2 სთ

საირიგაციო საქმიანობის რეგულირების საფუძვლები

რევაზ გერაძე
წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები

გივი სანიკიძე
კომისიის წევრი

2 სთ

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება

ანა ზარიძე
მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი