კურსის ავტორები არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალები. კურსი განკუთვნილია: ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში. სასწავლო კურსის მიზანია: ცოდნის გაზიარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმავონ ცოდნა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების, მიწოდებისა და მოხმარების წესების, მომსახურების ხარისხის რეგულირების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და ევროპული რეკომენდაციების შესახებ. ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს : რეგისტრაცია
ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 2025 წლის 21 მარტი
ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი
ტრენინგების დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 2025 წლის 25 მარტი
სასწავლო კურსის დასახელება: მომხმარებელთა უფლებების დაცვა ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში
სასწავლო კურსის მიზნები: ცოდნის გაზიარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ.
ტრენინგების რაოდენობა: 7
საათების რაოდენობა: 14 საათი
დაწყების დრო: 19:00 სთ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ
მისამართი: ა. მიცკევიჩის ქ. N27ბ
მონაწილეთა საყურადღებოდ!
თარიღი |
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი |
ტრენერი |
23.03.2025 2 სთ |
მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი ნორმები |
გიორგი დიდებაშვილი სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე |
27.03.2025 2 სთ |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ფუნქცია-მოვალეობები
|
ნინო გულეიშვილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი |
01.04.2025 2 სთ |
რეგულირების განვითარება და ინოვაციები |
ვანო მეჭურჭლიშვილი სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი |
03.04.2025 2 სთ |
მიწოდებისა და მოხმარების წესები რეგულირებად სექტორებში |
ვანო მეჭურჭლიშვილი სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი |
08.04.2025 2 სთ |
ელექტროენერგიის საცალო ბაზრის მიწოდების წესები |
თამარ პარუნაშვილი სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე |
10.04.2025 2 სთ |
მომსახურების ხარისხის რეგულირება |
გიორგი სულაბერიძე მომსახურების ხარისხის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი |
15.04.2025 2 სთ |
თვითმოხმარება, ენერგეტიკული გაერთიანებები და ევროპული რეკომენდაციები |
სალომე ჯანელიძე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი საქართველოში |
17.04.2025 1 სთ
|
ტესტირება |