სტრატეგია ეფუძნება გამოცდილებას, ცოდნასა და პროფესიულ მიდგომებს. ფოკუსირებულია სტრატეგიული მიზნების იმპლემენტაცით ეფექტიანი შედეგების მიღებაზე.
სტრატეგიის მიზნობრივი განხორციელება წარმოადგენს გარანტიასა და საფუძველს იმისა, რომ ცენტრმა წარმატებით განახორციელოს დასახული გეგმები და წინასწარ დაგეგმოს იმ გამოწვევების გადაჭრისა თუ საჭიროებების უზრუნველყოფის მექანიზმები, რაც, შესაძლოა, წარმოიშვას ორგანიზაციის საქმიანობების პროცესში.
ცენტრის სტრატეგია დინამიური და განახლებადი დოკუმენტია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეფასდება განხორციელების შერჩეულ ეტაპზე და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება ახალი პრიორიტეტები. ცენტრი სემეკთან, როგორც დამფუძნებელთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სტრატეგიის პერიოდულ განახლებასა და გაუმჯობესებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.