News

გამოცხადდა რეგისტრაცია ახალ სასწავლო კურსზე "წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, საინვესტიციო დაგეგმარების პრინციპებისა და ინოვაციების მიმართულებებთან.

 

 

 

ტრენინგის სახელწოდება:  წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები 

ტრენინგზე რეგისტრაციის გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 6  ნოემბერი

ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 2023 წლის 24  ნოემბერი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 2023 წლის 27  ნოემბერი

ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი

 

სასწავლო კურსის მიზნები : კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი.

საათების რაოდენობა: 14 საათი

ტრენინგების რაოდენობა: 7

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი

დაწყების დრო: 19:00 სთ

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

 

  •  

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები)

ტრენერი

კომისიის როლი და ფუნქციები; ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი

ძირითადი კანონები და კანონქვემდებარე აქტები; წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები;

თეიმურაზ ლოჩოშვილი

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი

წყალმომარაგების კომპანიები; წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი

სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა; სასმელი წყლის ხარისხი;

თეიმურაზ ლოჩოშვილი

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი

წყალმომარაგების ტარიფები; ხელმისაწვდომობა;

თეიმურაზ ლოჩოშვილი

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი

აქტივების მართვის მოდული და მისი ძირითადი მიმართულებები;

გივი ნადირაძე

მოწვეული ლექტორი

ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკა წყალმომარაგების სექტორში; საინვესტიციო პროექტების დაგეგმარების პრინციპები;

გივი ნადირაძე

მოწვეული ლექტორი

  •