სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.
კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები
სასწავლო კურსი შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ.
კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.
კურსი მიზნად ისახავს სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, იურისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო რეგულირებისა და მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.
კურსის მიზანია ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული და სამიზნე ბაზრის სტრუქტურის გაცნობა და პრაქტიკული ქეისების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების მიდგომების, ლიცენზირების პროცესის, ფასწარმოქმნისა და სატარიფო რეგულირების, მომსახურების ხარისხის, ბაზრის მონიტორინგის, ბაზრის არსებული სტრუქტურისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის ეტაპების შესახებ.
კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საკითხებში
სასწავლო კურსის მიზანია: ცოდნის გაზიარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმავონ ცოდნა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების, მიწოდებისა და მოხმარების წესების, მომსახურების ხარისხის რეგულირების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და ევროპული რეკომენდაციების შესახებ.
პროექტი „ენერგეტიკის მედია კლუბი“ 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც სემეკმა გაიზიარა USAID-ის „პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში, აშშ-ს კენტუკის შტატის კომუნალური მომსახურების სააგენტოს პროექტებიდან.
ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შემდეგ, პროექტი ხორციელდება ცენტრის ქუდის ქვეშ. პროექტის ძირითადი მიზანია მედიის წარმომადგენლების ცოდნის დონის ამაღლება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების თემებზე, მათ მუდმივი ინფორმირება აქტუალურ საკითხებზე. „ენერგეტიკის მედია კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ როგორც სემეკის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოწვეული სტუმრები, უწყებების ხელმძღვანელი პირები.
პროექტის ფორმატის პოპულარობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე სასწავლო ცენტრის დაფუძნებამდე პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგები გაიარეს სხვა პროფესიის წარმომადგენლებმაც. დღემდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიარა 765-მა პირმა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეები ეუფლებიან კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები.ასევე, ყურადღება ეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.
კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
კურსის მიზანია ცოდნის გაღრმავება ელექტროენერგეტიკის რეგულირების, ენერგეტიკული პოლიტიკის, მომსახურების ხარისხის, რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.
სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებით. კურსი მორგებულია როგორც უშუალოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დასაქმებულ პირებზე, ასევე იმ პირებზეც, რომლებსაც აქვთ ინტერესი ან/და საქმიანი კავშირი სასწავლო ცენტრის ფარგლებში შესასწავლ საკითხებზე.