News

ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ დაფუძნდა 2022 წლის 4 თებერვალს.  ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), რომელსაც 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.

სემეკის მიზანია ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, საკითხთა პოპულარიზაცია, არსებულ გამოწვევებთან მიმართებით ადეკვატური აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა.