სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია
სასწავლო კურსის დასახელება _ სატარიფო რეგულირების პრინციპები
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის, 31 მაისი, 18:00 საათი
ტრენინგკურსის დასაწყისი: 2023 წლის, 7 ივნისი, 19:00 საათი
ტრენინგების რაოდენობა: 9
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 24 სთ
კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 300 ლარი
№ |
ტრენინგის თემა |
ტრენერი |
სთ |
თარიღი |
1 |
სატარიფო მეთოდოლოგია |
გივი სანიკიძე |
3 სთ |
07.06.2023 |
2 |
ამონაგების ნორმა (WACC) |
გოჩა ჩიტიძე |
3 სთ |
09.06.2023 |
3 |
დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი |
ლია გვაზავა |
3 სთ |
12.06.2023 |
4 |
სატარიფო საქმისწარმოება, პრაქტიკული მაგალითი - წყალმომარაგების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში |
ლანა სულაკაძე |
3 სთ |
14.06.2023 |
5 |
პრაქტიკული მაგალითი - ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში |
ლევან ენუქიძე |
2 სთ |
16.06.2023 |
6 |
პრაქტიკული მაგალითი - ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში |
ლია გვაზავა |
2 სთ |
19.06.2023 |
7 |
თბოსადგურების რეგულირების პრინციპები |
ლევან გენძეხაძე |
3 სთ |
21.06.2023 |
8 |
ამონაგების ნორმის და სატარიფო გაანგარიშების მოდელირება |
გიორგი ქელბაქიანი - ქეთევან მცურავიშვილი |
3 სთ |
23.06.2023 |
9 |
მარეგულირებელი ორგანო და მისი დაფინანსების წყაროები |
ნინო ლეკიშვილი |
2 სთ |
26.06.2023 |