საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს : რეგისტრაცია
ტრენინგის სახელწოდება: წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები
ტრენინგზე რეგისტრაციის გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 11 ოქტომბერი
ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 2024 წლის 4 ნოემბერი
ტრენინგის ღირებულება: 400 ლარი
ტრენინგების დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი
ტრენინგების ფორმატი: ონლაინ
ტრენინგის დაწყების თარიღი: 2024 წლის 11 ნოემბერი, 19:00 სთ
სასწავლო კურსის დასახელება: წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები
სასწავლო კურსის მიზნები: კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საკითხებში
ტრენინგების რაოდენობა: 18 საათი
საათების რაოდენობა: 9
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი
საათების რაოდენობა: 18 საათი
დაწყების დრო: 19:00 სთ
1 ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ
მონაწილეთა საყურადღებოდ!
თარიღი |
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები) |
ტრენერი |
11.11.24 2 სთ |
წყალმომარაგების სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო |
სალომე ჯანელიძე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი; ENERGY COMMUNITY |
13.11.24 2 სთ |
კომისიის როლი და ფუნქციები; ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი;
|
თეიმურაზ ლოჩოშვილი სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი |
15.11.24 2 სთ |
წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები; |
თეიმურაზ ლოჩოშვილი სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი |
18.11.24 2 სთ
|
წყალმომარაგების კომპანიები; წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი; |
თეიმურაზ ლოჩოშვილი სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი |
20.11.24 2 სთ
|
სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა; სასმელი წყლის ხარისხი; |
თეიმურაზ ლოჩოშვილი სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი |
22.11.24 2 სთ
|
წყალმომარაგების ტარიფები; ხელმისაწვდომობა; |
თეიმურაზ ლოჩოშვილი სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი |
25.11.24 2 სთ
|
საირიგაციო საქმიანობის რეგულირების საფუძვლები |
რევაზ გერაძე სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი |
27.11.24 2 სთ
|
სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები |
გივი სანიკიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი |
29.11.24 2 სთ
|
მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება |
ანა ზარიძე სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი |