News

ცხადდება რეგისტრაცია სასწავლო კურსზე "ელექტროენერგეტიკის რეგულირება საქართველოში"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

 

სასწავლო კურსის დასახელება

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირების საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზნები

კურსის მიზანია ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების გაცნობა.

ტრენინგების დაწყების დრო

15 მაისი, 2023 წელი

მისამართი

ა.მიცკევიჩის 27ბ.

საათების რაოდენობა

35 სთ

ტრენინგების რაოდენობა

12

დღეები

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

დაწყების დრო

19:00 სთ

1 ლექციის ხანგრძლივობა

3 სთ

სწავლის საფასური

300 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა

11 მაისი, 18:00 სთ

 

 

 

მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა; 
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 5 წუთი. ზედიზედ 3 დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კურსიდან;
  • მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.

 

 

 

თარიღი

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები)

ტრენერი

15.05.2023

3 სთ

ენერგეტიკული ბიზნესი

დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

17.05.2023

3 სთ

 

ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია  და სუბიექტები  

 

ნუგზარ ბერიძე

ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი

19.05.2023

3 სთ

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაშჭერა

თორნიკე აფრიაშვილი

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

22.05.2023

3 სთ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი ჩარჩო

 სალომე ჯანელიძე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი

24.05.2023

3 სთ

საქმიანობის ავტორიზაცია  

 

სალომე ჯანელიძე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი

29.05.2023

3 სთ

სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები

 

გივი სანიკიძე

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

31.05.2023

3 სთ

ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი - მონიტორინგის მექანიზმები

ნიკოლოზ სუმბაძე

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

02.06.2023

3 სთ

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები

ნიკოლოზ სუმბაძე

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

05.06.2023

3 სთ

დამხმარე და საბალანსო ბაზრები

 

 ზვიად გაჩეჩილაძე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

07.06.2023

3 სთ

ელექტროენერგეტიკული ბირჟა

 

ირინა მილორავა

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი

09.06.2023

2 სთ

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, 
მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება

ანა ზარიძე

სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი

12.06.2023

2 სთ

ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში

თათია ფირაშვილი

სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი

16.06.2023

1 სთ

ტესტირება