გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სემეკისა და ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარეს. ლექციის ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალების როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში და ენერგეტიკაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე. სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკაში ქალების როლის გაძლიერების ხელშემწყობი მექანიზმები, ხოლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ისაუბრა ენერგეტიკის პერსპექტივებსა და სიახლეებზე. ცენტრის წარმომადგენლებმა - სალომე ჯანელიძემ, მარიამ იოსელიანმა და თემურ თორდინავამ მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია ენერგეტიკაში კარიერული განვითარების მიმართულებით. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის - „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში, 300-ზე მეტ მოსწავლეს სხვადასხვა რეგიონიდან მიეწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის, სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლების, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობის, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერების შესახებ.