რეგისტრაცია სასწავლო კურსზე "ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები" დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

 

სასწავლო კურსის დასახელება : ელექტროენერგეტიკული  სექტორის რეგულირების საფუძვლები 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის  29  სექტემბერი

ტრენინგკურსის დასაწყისი: 2023 წლის 3 ოქტომბერი

 

საათების რაოდენობა: 27 საათი

ტრენინგების რაოდენობა: 14

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

დაწყების დრო: 19:00 სთ

ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი

 კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 400 ლარი

 

მონაწილეთა საყურადღებოდ!

  • მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
  • მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 5 წუთი. ზედიზედ 3 დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კურსიდან;
  • მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
  • მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.

 

ხანგრძლივობა

სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი (თემები და აქტივობები)

ტრენერი

2 სთ

ენერგეტიკული ბიზნესი

დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

2 სთ

ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები

ნუგზარ ბერიძე
ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ენერგეტიკის განვითარების ისტორია

ნინო კიკაჩეიშვილი
მოწვეული ლექტორი

2 სთ

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელი მხარდაჭერა

თორნიკე აფრიაშვილი
სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2 სთ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი ჩარჩო

სალომე ჯანელიძე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, ENERGY COMMUNITY

2 სთ

საქმიანობის ავტორიზაცია

სალომე ჯანელიძე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, ENERGY COMMUNITY

2 სთ

სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები

გივი სანიკიძე
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ელექტროენერგეტიკის ბაზრები და ლიბერალიზაციის პროცესი - მონიტორინგის მექანიზმები

ნიკოლოზ სუმბაძე
სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიები და სიმულაციური მოდელები

ნიკოლოზ სუმბაძე
სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

დამხმარე და საბალანსო ბაზრები

ზვიად გაჩეჩილაძე
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

2 სთ

ელექტროენერგეტიკული ბირჟა

ირინა მილორავა
მოწვეული ლექტორი

2 სთ

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები, და მათი პრაქტიკაში გამოყენება

ანა ზარიძე
სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი

2 სთ

ენერგეტიკული მინიმუმი და მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსი ენერგეტიკაში

თათია ფირაშვილი
სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი

2 სთ

კიბერუსაფრთხოება და სემეკის ელექტრონული სერვისები

თეიმურაზ იზორია
სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე


ლაშა ფინცაკია
სემეკის კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე

1 სთ

ტესტირება