საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“. სასწავლო კურსის ავტორები არიან ცენტრის გუნდის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი თეორიული ცოდნა და რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება.
კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.
კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები.
კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი რეგულირების საკითხებზე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს : რეგისტრაცია
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 აპრილი
ტრენინგ-კურსის დასაწყისი: 28 აპრილი
ტრენინგ-კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 600 ლარი
სასწავლო კურსის დასახელება: ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა
სასწავლო კურსის მიზნები: ცოდნის გაღრმავება ელექტროენერგეტიკის რეგულირების, ენერგეტიკული პოლიტიკის, მომსახურების ხარისხის, რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.
ტრენინგების რაოდენობა: 9
საათების რაოდენობა: 18 საათი
დაწყების დრო: 19:00 სთ
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ
მისამართი: ა. მიცკევიჩის ქ. N27ბ
მონაწილეთა საყურადღებოდ!
თარიღი |
სასწავლო კურსის/მოდულის შინაარსი |
ტრენერი |
28.04.2025 2 სთ |
ენერგეტიკის ეკონომიკა და მართვა |
დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი |
30.04.2025 2 სთ |
ელექტროენერგეტიკის სექტორის სტრუქტურა
|
ნუგზარ ბერიძე ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი |
05.05.2025 2 სთ |
ელექტროენერგეტიკის სექტორის ტექნიკური რეგულირება |
თორნიკე აფრიაშვილი სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
07.05.2025 2 სთ |
პროსიუმერები ელექტროენერგეტიკის სექტორში |
თორნიკე აფრიაშვილი სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
12.05.2025 2 სთ |
ჰარმონიზაცია ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან |
სალომე ჯანელიძე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი; ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი საქართველოში |
14.05.2025 2 სთ |
სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები |
გივი სანიკიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი |
19.05.2025 2 სთ |
დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები და მისი როლი სატარიფო რეგულირებაში |
ლია გვაზავა სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი |
21.05.2025 2 სთ |
ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია და ეკონომიკური ასპექტები |
ნიკოლოზ სუმბაძე სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი |
27.05.2025 2 სთ |
მსხვილი გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტები ენერგეტიკის სექტორში |
ზვიად გაჩეჩილაძე დირექტორთა საბჭოს წევრი/ დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ |
29.05.2025 1 სთ
|
ტესტირება |