სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის 3 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისათვის სპეციალური სასწავლო კურსებისა და პროგრამების განხორციელების აუცილებლობას.
ამავე ღონისძიებაზე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტმა, თემურ თორდინავამ წარადგინა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ცენტრში განხორციელებული პროექტის „განახლებადი ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში“ შედეგები.