News

მიმდინარეობს რეგისტრაცია ახალ სასწავლო კურსზე "სატარიფო რეგულირების პრინციპები"

 

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, სამომხმარებლო ტარიფების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგკურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის, მარეგულირებელი აუდიტისა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს რეგისტრაცია

ტრენინგის სახელწოდება:   სატარიფო რეგულირების პრინციპები

რეგისტრაციის ბოლო ვადა:    2024 წლის, 17 მაისი, 18:00 საათი

ტრენინგკურსის დასაწყისი:    2024 წლის, 20 მაისი, 19:00 საათი

ტრენინგის ღირებულება:    400 ლარი

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 24 საათი

ტრენინგების რაოდენობა: 9

 

 

სთ

ტრენინგის თემა

ტრენერი

3 სთ

სატარიფო მეთოდოლოგია

გივი სანიკიძე
კომისიის წევრი

3 სთ

ამონაგების ნორმა (WACC)

გოჩა ჩიტიძე
ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

3 სთ

დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი

ლია გვაზავა
მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

3 სთ

სატარიფო საქმისწარმოება, პრაქტიკული მაგალითი - წყალმომარაგების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში

ლანა სულაკაძე
მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი

2 სთ

პრაქტიკული მაგალითი - ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში

ლევან ენუქიძე
მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი

2 სთ

პრაქტიკული მაგალითი - ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიში

ლია გვაზავა
მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი

3 სთ

თბოსადგურების რეგულირების პრინციპები

ლევან გენძეხაძე
მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი

3 სთ

ამონაგების ნორმის და სატარიფო გაანგარიშების მოდელირება

გიორგი ქელბაქიანი - ქეთევან მცურავიშვილი
ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

2 სთ

მარეგულირებელი ორგანო და მისი დაფინანსების წყაროები

ნინო ლეკიშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი