სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს. მიზანი ელექტროენერგიის წარმოებიდან მომხმარებლამდე სრული ციკლის შესახებ მონაწილეების ინფორმირება და განახლებადი ენერგიების საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლებაა. პროექტში, რომლის სახელწოდებაა - "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე", ჩართული იქნებიან მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. "ჩვენ, სკოლის მოსწავლეებს ვაცნობთ ენერგეტიკის ისეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საკუთრივ გენერაციიდან თითეული ჩვენთაგანის საცხოვრებელ სახლამდე თუ რამდენად რთულ გზას გადის ენერგეტიკა, რამდენად მნიშვნელოვანია თითეული ეტაპი"_ განაცხადა დავით ნარმანიამ.