საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის რეგულირების საკითხებს, საკანონმდებლო ჩარჩოს, ტარიფების კალკულაციას, ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყების ხელმძღვანელი პირები.