სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები თბოსადგურ „გარდაბანი 2“-ში იმყოფებოდნენ
ტრენინგ კურსის „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ მონაწილეებმა თეორიული ცოდნის მიღების შემდგომ, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით დაათვალიერეს ევროსტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თბოსადგური და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 231 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2 მლრდ კვტ/სთ-ს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.