Course
ელექტრონული ბიბლიოთეკა
სიახლეები
ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ

ვრცლად
Course
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშე...

24/10/2024

ვრცლად
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა

ვრცლად

ჩვენ შესახებ / სასწავლო ცენტრის შესახებ

 „ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ დაფუძნდა 2022 წლის 4 თებერვალს.  ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), რომელსაც 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.
ცენტრი უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას, საკითხთა პოპულარიზაციას, არსებულ გამოწვევებთან მიმართებით ადეკვატური აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადებას, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობას.
ტრენერები
სალომე ჯანელიძე
გიგა ადამია
ნიკოლოზ სუმბაძე
ზვიად გაჩეჩილაძე
ირაკლი გალდავა
გივი სანიკიძე