სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი
ნიკოლოზ სუმბაძე 2014 წლიდან საქმიანობს სემეკში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მრჩევლად ენერგეტიკული ბაზრის საკითხებში და ეკონომიკის ანალიტიკოსად USAID-ის ენერგეტიკულ პროექტებში HPEP და HIPP, ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტად UNDP-ს ენერგეტიკულ პროექტში.
ნიკოლოზ სუმბაძე მონაწილეობდა საქართველოსთვის განახლებადი ენერგიების გამოყენების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
ნიკოლოზ სუმბაძე არის „საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის (REMIT) სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნიკოლოზ სუმბაძე ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მისი საკვლევი თემა შეეხება საქართველოში ენერგეტიკის ეკონომიკის პოლიტიკას. სწავლობდა აშშ-ს გრეისლენდის უნივერსიტეტში ეკონომიკას UGRAD გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, დამთავრებული აქვს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ენერგეტიკის ეკონომიკის მიმართულებით. არის ეკონომიკის მაგისტრი.