News
ზვიად გაჩეჩილაძე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი/დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში.

ზვიად გაჩეჩილაძე 2014-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. 2013-2022 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AYPEG) ტექნიკური მიმართულებებს. მას აქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისა და მათი მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021-2022 წლებში იგი იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის არჩეული თავმჯდომარე; სხვადასხვა დროს მუშაობდა Optima Energy Consulting-ის კონსულტანტად, ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს ექსპერტად, ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის პროექტის ხელმძღვანელად, PMO Consulting-ის ექსპერტად, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „აისეტი“ ექსპერტ/ტრენერად. იყო განახლებადი ენერგიების ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტში; კონრად ადენაუერის ფონდისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) საგრანტო პროექტის ხელმძღვანელ-მკვლევარი.

ზვიად გაჩეჩილაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას: იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასისტენტ-პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 50-ზე მეტი სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენინგის კონფერენციის მონაწილე, სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი.