სემეკის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
გიგა ადამია 2020 წლიდან საქმიანობს სემეკში, იურიდიულ დეპარტამენტში. სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი.
იგი ფლობს სამართლის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. სადისერტაციო ნაშრომი შესრულებული აქვს კონკურენციის სამართლის მიმართულებით.
გიგა ადამიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კიოლნის უნივერსტიტეტი (LLM), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია.