News
ირინა მილორავა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი

ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას, დაარსების დღიდან, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. 2013-2019 წლებში იგი იყო სემეკის თავმჯდომარე. დაამთავრა ქ. თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით; 2005 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს დაასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) პროფესიული განვითარების CFM პროგრამის კურსი; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2009-2013 წწ იყო გენერალური დირექტორი; 2011-2013 წწ იყო სს"თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.