News
ნინო გულეიშვილი

მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი

ნინო გულეიშვილი პროფესიით იურისტია. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი არის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, სამართალმცოდნეობის დოქტორანტი.

2005-2007 წლებში ნინო გულეიშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქუთაისის საპასპორტოში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მრჩევლად. 2007-2009 წლებში იგი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ სამმართველოს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე. ნინო გულეიშვილი 2008 წლიდან  საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში, სხვადასხვა დროს იკავებდა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლისა და უფროსი თანაშემწის, რეგიონული წარმომადგენლის პოზიციებს.

ნინო გულეიშვილი 2024 წლიდან ასრულებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობას.

ნინო გულეიშვილს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 2015 წლიდან იგი ასწავლის ადმინისტრაციულ სამართლის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით. იგი წლების განმავლობაში იყო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ადმინისტრაციული სამართლის ტრენერი და სახელმწიფო ენის პროგრამის დარგობრივი მიმართულების, იურისპრუდენციის კურსის ექსპერტ კონსულტანტი. ამავე სკოლაში დღემდე არის  პროგრამების განვითარების კონსულტანტი.