სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი
გიგა ნადირაძე არის ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი. იგი ამჟამად იკავებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორის პოზიციას. 2014-2023 წლებში საქმიანობდა სემეკში სხვადასხვა პოზიციებზე. 2019 წლიდან იყო წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი. 2015 წლიდან - წყალმომარაგების სექტორის მარეგულირებელი კომისიების გაერთიანების წევრი (WAREG).გიგა ნადირაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. იყო კურორტ თეთნულდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის მთავარი ინჟინერი.
გიგა ნადირაძე არის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ტექნოლოგიებში და ბაკალავრის ხარისხს ჰიდრო ინჟინერიის მიმართულებით. იგი ასევე ფლობს Agroparistech უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მაგისტრის ხარისხს წყალმომარაგების მენეჯმენტში.
გიგა ნადირაძეს მინიჭებული აქვს კომპანია Sachsen Wasser-ის სერთიფიკატი წყალმომარაგება/წყალარინების სისტემების მშენებლობის ზედამხედველობაში, კორპორატიული ფინანსების ინსტიტუტის სერტიფიკატი (Corporate Finance Institute) ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებით. ფლობს ტრენერის კვალიფიკაციას წყალმომარაგების სისტემების მშენებლობისა და ზედამხედველობის მიმართულებით (ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა), არის გაუმჯობესებული რეგიონის წყალმომარაგების კონკურსის გამარჯვებული.