თემურ თორდინავა

კონსულტანტი

თემურ თორდინავა სახელმწიფო მართვის მაგისტრია (ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-GIPA). მას გავლილი აქვს პროფესიული განვითარების ტრენინგ პროგრამა თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებში, ა.შ.შ-ში. თემურ თორდინავას საკვლევი სფეროები მოიცავს ენერგეტიკის, თვითმმართველობის, სკოლამდელი განათლების და ევროინტეგრაციის საკითხებს.

თემურ თორდინავა ამჟამად იკავებს სემეკის აპარატის კონსულტანტის თანამდებობას და მისი საკონსულტაციო საქმიანობის სფეროა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საქმიანობა. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა კავკასიის ეკონომიკურ და სოციალურ კვლევით ინსტიტუტში  აღმასრულებელ დირექტორად (CIESR), თბილისის  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  დირექტორად, სხვადასხვა პროექტებში ექსპერტის და კოორდინატორის პოზიციაზე  და საქართველოს პარლამენტში ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის და რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ეროვნულ კონსულტანტად (UNICEF).