მარიამ იოსელიანი

საორგანიზაციო ჯგუფის წევრი

მარიამ იოსელიანი 2014  წლიდან დღემდე არის სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი,  ასისტენტ-პროფესორი,  კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

მოპოვებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი (როტერდამის უნივერსიტეტი, ერასმუსის სამართლის სკოლა, ბიზნესის, კორპორატიული და საზღვაო სამართლის პროგრამა), დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი,  სპეციალიზაციით - საერთაშორისო სამართალი.

სხვადასხვა პერიოდში იყო:

  • Deloitte Consulting Overseas Projects საქართველოს წარმომადგენლობის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიული მრჩეველი, (USAID-ის კონტრაქტორი, ჰიდროგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტი);
  • USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ადგილობრივი სამართლებრივი მრჩეველი საქართველოს ტურიზმის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაში;
  • USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ადგილობრივი სამართლებრივი მრჩეველი შეფასების რეგულაციების შემუშავებაში;
  • საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის, იურიდიულ დეპარტამენტში; საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში; იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში; იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი; იურიდიული ფირმა “ასლანიშვილი და იოსელიანი”-ს იურისტი; მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის პროექტის იურისტი;  თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პროექტი “სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია” პროექტის მენეჯერი; ექსპერტ-იურისტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ პროექტში “საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმა”.  
  • 2017 წლიდან არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალური ასამბლეის წარმომადგენელი საქართველოდან;
  • კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) მიერ ორგანიზებული პროექტის - ენერგეტიკაში ქალი ლიდერების როლის გაძლიერება  -  სამუშაო ჯგუფის წევრი,  უკრაინისა და საქართველოს  მარეგულირებლების პარტნიორობის პროგრამის მიწვეული ექსპერტი.
  • 2022 წლიდან არის ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი;
  • 2022 წლიდან არის ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი;

ნაშრომები და პუბლიკაციები:
 
  • „სინდიკატური სესხის როლი პროექტის დაფინანსებისას“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ჟურნალი, 2016 წლის გამოცემა
  • “ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი”, “ევროკავშირის კანონმდებლობის მიმოხილვა შიდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით”, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, გამომცემლობა “უნივერსალი” 2013 წელი;
  • “ბანკების გადახდისუუნარობის ასპექტები”, სადიპლომო ნაშრომის ერასმუსის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნაშრომის ნახვა შესაძლებელია: http://www.nbg.gov.ge/uploads/discussion/aspects_of_bank_insolvency.pdf, 2011 წელი;
  • მშვიდობიანი გავლა და მისი სამართლებრივი რეჟიმი; 2005 წელი;
  • დათქმების ცნება და სამართლებრივი რეჟიმი, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი “ალმანახი”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2004 წლის ივლისის გამოცემა;
  • სამხედრო და სხვა მეთაურთა პასუხისმგებლობის საკითხი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თემების კონკურსი, 2002-2004 წლების საუკეთესო ნაშრომების კრებული.