სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. 2018 წლიდან საქმიანობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში. 2022 წლიდან არის ამავე კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგში. მას აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
თორნიკე აფრიაშვილი თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიწვეული ლექტორის სტატუსით. იგი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.