სემეკის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი
ელეონორა ლაგვილავა 2007 წლიდან საქმიანობს სემეკში. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს. იგი არის სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
ელეონორა ლაგვილავა პროფესიით იურისტია, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი სადოქტორო თემაა: „პერსონალის შერჩევის პრობლემები თანამედროვე მენეჯმენტში“. იგი სწავლობდა ტასისის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, „კონსტიტუციური სამართლისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის“ კურსზე, გავლილი აქვს არაერთი სასწავლო/ტრენინგ კურსი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
მას მინიჭებული აქვს I კლასის იურისტის წოდება; იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სპეციალური წოდება; იუსტიციის მრჩევლის სპეციალური წოდება.
არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა პერიოდში ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; ადვოკატურის გამოცდა; მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა.
ელეონორა ლაგვილავა არის თანამშრომელთა შეფასების სისტემის ავტორი, რომელიც სემეკში რამდენიმე წლის წინ დაინერგა.