სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში. 2022 წლიდან იკავებს ამავე კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგში. თორნიკეს აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
თორნიკე აფრიაშვილი თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოწვეული ლექტორის სტატუსით. იგი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.