სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
თეიმურაზ ლოჩოშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ამავე უნივერსიტეტის ინჟინერიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალიზაციით.
თეიმურაზ ლოჩოშვილი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და განათლებისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივ პროექტში, რომლის ფარგლებში დატრენინგდა და ცნობიერება აიმაღლა ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. აგრეთვე, იგი ჩართულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.