News
გივი სანიკიძე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი

გივი სანიკიძეს მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის, ფინანსებისა და კრედიტის მაგისტრი. 2010 წლიდან საქმიანობს ენერგეტიკის სექტორში. 2014-2023 წლებში იყო სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საბანკო სექტორში, ასწავლიდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2023 წლის 15 დეკემბრიდან 6 წლის ვადით აირჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.

გივი სანიკიძეს  მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი ნორმატიული აქტის შემუშავებაში. მათ შორის, აქტიურად მონაწილეობდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სატარიფო მეთოდოლოგიების შექმნაში.