სემეკი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ონლაინ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს.ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სპეციალისტები. ონლაინ კურსი დაიწყება 9 მარტს. კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი.