საორგანიზაციო ჯგუფის წევრი
სალომე ჯანელიძე პროფესიით იურისტია, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა: ელექტროენერგიის მწარმოებელ-მომხმარებელთა შორის ვაჭრობის ეფექტიანი რეგულირება და განვითარების პერსპექტივები. იგი არის მაგისტრი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სალომე ჯანელიძე 2016-2022 წლებში საქმიანობდა სემეკში. იგი 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს. იგი არის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) ექსპერტი, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი. 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული თანამეგობრობის სათაო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას, მონაწილეობდა საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ შექმნაში.
სალომე ჯანელიძე, როგორც მენტორი, ენერგეტიკაში ქალების გაძლიერების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციის GWNET-ის ფარგლებში პროფესიულ დახმარებას უწევს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.