ელეონორა ლაგვილავა

საორგანიზაციო ჯგუფის წევრი

ელეონორა ლაგვილავა პროფესიით იურისტია, მას  დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი სადოქტორო თემაა: „პერსონალის შერჩევის პრობლემები თანამედროვე მენეჯმენტში“. იგი სწავლობდა ტასისის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, „კონსტიტუციური სამართლისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის“ კურსზე, გავლილი აქვს არაერთი სასწავლო/ტრენინგ კურსი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მას მინიჭებული აქვს I კლასის იურისტის წოდება, იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სპეციალური წოდება, იუსტიციის მრჩევლის სპეციალური წოდება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

ელეონორა ლაგვილავა სემეკის აღმასრულებელი დირექტორია. 2007 წლიდან საქმიანობს სემეკში. 2010-2023 წლებში ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. იგი არის სემეკში დანერგილი თანამშრომელთა შეფასების სისტემის ავტორი. ელეონორა ლაგვილავა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.